logo
ENG


გამყრელიძე: თუ კლასტერები გამრავლდა, სააღდგომოდ შეზღუდვები დაგვჭირდება
  • 1291ნახვები

გთხოვთ ყველას, აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომ სააღდგომო, ყველაზე დიდ დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად. თუ დაახლოებით ეს ეპიდსიტუაცია გვექნა, რაც დღეს გვაქვს და არ წავიდა სერიოზულ, ნახტომისებურ ზრდაში და შევინარჩუნეთ ამ ფარგლებში, 300-400-500 დღეში, მაშინ სერიოზული წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება. მაგრამ, თუ იქნა ეს კლასტერები, რაც დღეს გვაქვს და ისინი გამრავლდა, თუ შიდა გავრცელება იქნა საყოველთაო, მაშინ რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებების შემოტანა, რაც ორმაგად დამთრგუნველია განსაკუთრებით წინასააღდგომო თუ აღდგომის შემდგომ პერიოდში. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ ამ ყველაზე მარტივი რეკომენდაციების დაცვისკენ - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ თავშეყრებს, დიდ ქორწილებს, სუფრებს, ნებისმიერი მიზნით შეკრებებს და მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook Live-ში. დღეს, 1 აპრილს, საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 437 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა