logo
ENG


პაპუაშვილი ოპოზიციაზე: პოლიტიკური გადატვირთვა სჭირდებათ, კრიზისი მათშია
  • 949ნახვები

პოლიტიკური გადატვირთვა სჭირდებათ ჩვენს ოპონენტებს. ისინი არიან ზედმეტად დატვირთული რაღაც აზრებით და მათ სჭირდებათ გადატვირთვა. რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არის საჭირო და ეს ნარატივი ყველამ უნდა დავივიწყოთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს არჩევნები როგორ ჩატარდა, ვინაიდან ახლა უკვე არის ე.წ. კრიზისი. ეს არის ტყუილი, რადგან თუკი არჩევნები იყო ზუსტი და ამომრჩევლის ნება აისახა შედეგებზე, რა კრიზისზე შეიძლება მაშინ საუბარი? კრიზისი რომც არსებობდეს, გამოდის, რომ ყალბი კრიზისია. მეორე - ყველა ვხედავთ, ქუჩაში რა ხდება, მოსახლეობის განწყობას ვხედავთ და ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის ქმედითი, რა კრიზისზეა საუბარი? კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში და მათ სჭირდებათ გადატვირთვა.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა