logo

ბიწაძე: მელიას გათავისუფლება ინდიკატორი იქნება, რომ ოცნებასთან დიალოგს აზრი აქვს
ანზორ ბიწაძე
08 აპრ, 2021 11:32
ბიწაძე: მელიას გათავისუფლება ინდიკატორი იქნება, რომ ოცნებასთან დიალოგს აზრი აქვს
  • 127ნახვები

ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება ინდიკატორი იმისა, რომ რაღაც მაინც კეთილგონიერებისა არის შემორჩენილი ხელისუფლებაში და აზრი აქვს მათთან საუბარს. თუ მელია გათავისუფლდება, შემოუერთდება მოლაპარაკებების პროცესს ხელისუფლებასთან და იმ ბრძოლას, რომელსაც ვაწარმოებთ, ეს მხოლოდ წაადგება პროცესებს. ასე რომ, მცირე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას დღეს გარეთ ვიხილავთ.

ეს განცხადება ერთიანი საქართველოს წევრმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ნიკა მელიას პროცესის პარალელურად მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა