logo
ENG


იმნაძე: სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს, მგონი ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება ამაში
პაატა იმნაძე
14 აპრ, 2021 09:39
იმნაძე: სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს, მგონი ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება ამაში
  • 1118ნახვები

ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც სერიოზულად განიხილება, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სასაფლაო არ არის, რა დავარქვა არც ვიცი... სასაფლაოზე გასვლა და კვერცხის გადაგორება ნორმალურია. სასაფლაოზე ქეიფის გამართვა საერთოდ არ ჯდება ჩვენს ტრადიციაში. ის, რომ სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს, მგონი ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება ამაში.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შესაძლო რეგულაციებზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა