logo
ENG


ტიკარაძე ვაქცინაციაზე: ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ
  • 872ნახვები

მე ვთვლი, რომ ჩვენ, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება გვქონდეს კომპლექსი, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, არ უნდა გვეგონოს, რომ ამას ვერ ვაკეთებთ. ვაქცინაციას აქვს ის ტემპი, რა მოლოდინიც ჩვენ გვქონდა. მოსახლეობას სჭირდება დრო იმისათვის, რომ კარგად გაიაზროს ვაქცინის უსაფრთხოება, ვინაიდან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ მედიაშიც არის საკმაოდ არაერთგვაროვანი განცხადებები, ვაქცინის სანდოობასთან და მის ზიანთან დაკავშირებით. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე გაიაზრებს, თუ რამდენად დიდი არის სარგებელი ვაქცინის და უფრო ინტენსიურად ჩაერთვება ამ პროცესში. 

ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება, ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან. არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა. 

ეს პროცესი ვითარდება, დადებითი დინამიკა არის, უბრალოდ, საჭირო არის მოთმინება, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად არ გვაქვს ხოლმე. მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ ამ პროცესს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დათქმული ვადები, როდესაც ჩვენ მოსახლეობის 60% აცრილი უნდა გვყავდეს, იქნება შენარჩუნებული. 

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა