logo
ENG


იმნაძე: ზოგი აცრილი გათამამდა
პაატა იმნაძე
06 მაი, 2021 10:23
იმნაძე: ზოგი აცრილი გათამამდა
  • 9266ნახვები
ჩვენ გვაქვს უკვე შემთხვევები, როცა პირველი აცრის მერე ადამიანები გახდნენ ავად, იყო ასეთი. ვიღაც, ვთქვათ ინკუბაციურ პერიოდში იყო, როდესაც აიცრა... სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი და ჰგონია, რომ… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ. აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ თავს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად გადაიტანა ყველამ, ის აცრა მაინც თავს საქმეს აკეთებს. ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ის იმასაც კი უშველის და [დაავადება] უფრო მსუბუქად წავა.
 

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა