logo
ENG


ვაშაძე: მელია თუ წამოვა ენმ-დან და მე-3 პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, მაგარი იქნება
  • 1901ნახვები

არსად არ მითქვამს, რომ მელიას არ დავუჭერ მხარს. ყველგან ვამბობ, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატი, საერთო ოპოზიციურ კანდიდატად არის წაგება. ნაცმოძრაობას ვერ გადავათქმევინებთ, ის თავის კანდიდატს დააყენებს. ვამბობ, იყოს მესამე ცენტრის კანდიდატი, რისთვისაც მე აქტიურად ვმუშაობ. უფრო მეტიც ვთქვი, რომ ხალხო, რამე არ გეგონოთ, მე ჩემს პერსონალურ ამბიციას გვერდზე გადავწევ-თქო. რას შვებიან ესენი? ვითომ არ იციან, რას ვლაპარაკობ, ხომ ვიცნობ მათ მოხარშულს ყველას. აი, მელიას უპირისპირდებაო. უფრო მეტს ვამბობ. მელია თუ წამოვა ნაცმოძრაობიდან და შემოუერთდება მესამე პოლიტიკურ ცენტრს, ძალიან მაგარი იქნება, ჩემი აზრით. საერთოდ შევცვლით პოლიტიკურ პროცესს

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში პოლიტ-ქალაქი



ასევე ნახეთ
close დახურვა