logo
ENG


იმნაძე ვაქცინის სარეგისტრაციო საიტზე: მასკს გაუჭედა სისტემამ, ყველაფერი ხდება, ტექნიკაა რა
პაატა იმნაძე
21 მაი, 2021 16:50
იმნაძე ვაქცინის სარეგისტრაციო საიტზე: მასკს გაუჭედა სისტემამ, ყველაფერი ხდება, ტექნიკაა რა
  • 1002ნახვები

შეიძლება ჭედავს სისტემა, მაგრამ ფაქტია, რომ ორ საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა. რაც შეეხება სისტემების გაჭედვას, ილონ მასკს გაუჭედა სისტემამ, ახალ ამბებს ხო ეცნობით ხოლმე, არა?! ილონ მასკის სისტემამ ხო გაჭედა. ვაქცინაციაზე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, აშშ-ში რომ დაიწყო ვაქცინაცია, როგორ გაჭედა სისტემამ, ჩეხეთში იყო ამას წინათ. ყველაფერი ხდება, ტექნიკაა რა...ყველა ქვეყანაში ხდება

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალი სერიოზული შეფერხებით მუშაობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა აცრების დასაჯავშნი ვებგვერდის (booking.moh.gov.ge) შეფერხებით მუშაობის მიზეზად  მოქალაქეების მაღალი აქტიურობა დაასახელა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა