logo
ENG


თურნავა: განვითარებასა და აღორძინებას სულ მალე ყველა იგრძნობს
  • 3474ნახვები

ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინი, იმიტომ, რომ თუნდაც მარტის თვე იყო შემობრუნების თვე, რადგან პირველად დაფიქსირდა პოზიტიური დინამიკა ეკონომიკის განვითარებაში. მე ვიცი, რომ როდესაც ციფრებზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ ეს გაღიზიანებას იწვევს მოსახლეობაში, იმიტომ, რომ ციფრი არაფერს ეუბნება, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ სულ მალე აი, ამ შემობრუნებას, განვითარებას და აღორძინებას ყველა იგრძნობს. შემდეგ კვირაში ქვეყნდება აპრილის ეკონომიკური ზრდის შედეგები, მე გარწმუნებთ, ეს იქნება მართლაც გასაოცარი ნახტომი და ჩვენ ახლა ნახტომები გვჭირდება და არა ევოლუციური, ნელ-ნელა განვითარება.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პალიტრანიუსის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა