logo
ENG


გამყრელიძე: ივლისიდან ოქტომბრამდე 3 200 000-ზე მეტ დოზა ვაქცინას მივიღებთ
  • 1014ნახვები

სამიზნე მაჩვენებელზე რომ გავიდეთ, ივლისიდან გვჭირდება დაახლოებით 20-25 ათასი აცრა ყოველდღიურად და ამისთვის ვემზადებით. ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს დადასტურება, რომ ივლისი-აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას. ანუ ჩვენ შეგვეძლება ე.წ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მე ხშირად ვამბობდი, რომ მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მაშინ, როცა გარანტირებულად, ყველა თვის დასაწყისში საწყობებში ვაქცინის სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა გვექნება.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა