logo
ENG


მელია ოცნებას: მე შემოვედი, რომ რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან
ნიკა მელია
09 ივნ, 2021 17:03
მელია ოცნებას: მე შემოვედი, რომ რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან
  • 1184ნახვები

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც გაინტერსებთ, ალბათ, რატომ ვარ დღეს აქ. ერთადერთი ის, რის გამოც ვარ დღეს აქ ჩემს მეგობრებთან ერთად: ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა მაქვს - მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით ნაკლებად დაგაფრთხოთ. ამ დარბაზის დატოვებას ვაპირებ თქვენთან ერთად. მე შემოვედი ამ დარბაზში, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება, ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი. 

 

ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი გამოსვლისას განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა