logo
ENG


მელია ოცნების დეპუტატებს: თქვენ აღმოჩნდით ტყვეობაში და დასახსნელი ხართ
ნიკა მელია
09 ივნ, 2021 17:15
მელია ოცნების დეპუტატებს: თქვენ აღმოჩნდით ტყვეობაში და დასახსნელი ხართ
  • 1066ნახვები

[ბიძინა ივანიშვილმა] თითოეული თქვენგანი აქცია მიტაცების ინსტრუმენტად. თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ თქვენ არ ეკუთვნით საკუთარ თავს, თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ პოლიტიკურად თქვენ არანაირი კაპიტალი არ გაქვთ. მე არ ვამბობ, რომ თქვენ ასე გინდოდათ, როდესაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოხვედით, მაგრამ გინდოდათ თუ არა, ეს სხვა საკითხია, თქვენ აღმოჩნდით ტყვეობაში და მე როდესაც გიყურებთ და გისმენთ, არ მჯერა მეც კი, რომ მართლა შეიძლება ადამიანი ამ ქვეყანაში დაიბადოს, გაიზარდოს და იყოს უსიტყვო მორჩილებაში ოლიგარქი ადამიანის, რომელსაც უბრალოდ ბევრი ფული აქვს და მეტი არაფერი. თქვენ ხართ ამ ტყვეობიდან დასახსნელი.

როგორც ნამდვილ პატრიოტ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უწევს უსამართლო პოლიტიზებულ პოლიციას, პროკურორთან, მოსამართლესთან დაპირისპირება, თქვენც იგივე შიშები გაქვთ, რომ თუკი გაბედავთ და ხვალ განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებთ, ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პოლიცია, სასამართლო და პროკურატურა თქვენც დაგიპირისპირდებათ, რა, არ მომხდარა ასე თქვენ ყოფილ თანაგუნდელებთან მიმართებაში?!

მიმართა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ქართული ოცნების დეპუტატებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა