logo
ENG


კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პელეც იყო და გროსმეისტერიც
  • 1391ნახვები

ბიძინა ივანიშვილს აქვს კონკრეტული დამსახურება, ძალიან დიდი დამსახურება სხვადასხვა მიმართულებით. ერთი არის ქველმოქმედება, ყველამ კარგად იცის მასშტაბი ამ ქველმოქმედების. 3 მილიარდზეა საუბარი, სამი მილიარდი ვიღაცებს შეიძლება მოპარული ჰქონდეთ, მაგრამ დახარჯული საქართველოში არავის აქვს. ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც იპარავდა, 3 მილიარდი და მეტიც აქვთ მოპარული. მეორე მხარეს იყო მმართველი პარტიის სათავეში ადამიანი, რომელსაც 3 მილიარდი მარტო ქველმოქმედების სახით ჰქონდა დახარჯული. მეორე დიდი დამსახურება არის ის, რომ ის იყო დემოკრატიული გარდატეხის ავტორი 2012 წელს. ყველას გვახსოვს, რა მძიმე ვითარება იყო მაშინ შექმნილი საქართველოში... ის იყო ნამდვილი მოჭადრაკე ქართულ პოლიტიკაში. მას შეეძლო არა ერთი და ორი, არამედ 7-8-9 სვლის გათვლა. თუ ავიღებთ ფეხბურთის ან ჭადრაკის სტანდარტებს პოლიტიკაში, ის პელეც იყო და გროსმეისტერიც.

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ TV პირველის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა