logo
ENG


ომბუდსმენი ღირსების მარშზე: არ შეიძლება ყოველწლიურად გვესმოდეს, რომ არსებობს საფრთხეები
  • 911ნახვები

ბოლო წლებია ხელი ეშლება ლგბტ თემს და მათ მხარდამჭერებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში, შეკრებისა და მანისფესტაციის თავისუფლად განხორციელების რეალიზაციაში.

ვფიქრობ, რომ შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები იყოს დაზღვეული. არ შეიძლება ყოველწლიურად გვესმოდეს, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები. თუ არსებობს საფრთხეები, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას აკეთებს პრევენციისთვის სამართალდამცავი ორგანო, რომ მის მოქალაქეს ჰქონდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებით. "ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა