logo
ENG


მელია: არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან იტყვის ჩამოვალ და არ ჩამოვა
ნიკა მელია
19 ივნ, 2021 00:44
მელია: არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან იტყვის ჩამოვალ და არ ჩამოვა
  • 25134ნახვები

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლა, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია თავად მიხეილ სააკაშვილზე. მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილია მართვის სადავეებთან, პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა მას არ უნდა მიეცეს. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას მე ვხედავ მას შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდება. [...] 

არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან იტყვის ჩამოვალ და არ ჩამოვა, თუ იტყვის, რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდეს, თუ იტყვის, არ ჩამოვდივარ ამჯერად, გითხარით, რა პრობლემებს ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას დააპირებს. ძალიან საფრთხილო საკითხია, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგოს ივანიშვილმა.

ვინმე განიცდის თუ არა იმედგაცრუებას, ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ, ვიღაც განიცდის, ვიღაც - არა. ბრძოლა მოსაგენია ქვეყნის შიგნით. სხვისი ხელით ნარის გლეჯვას ბევრი, მათ შორის, ჩვენი პარტიის მხარდამჭერი უნდა შეეშვას. 

საქართველოში დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებებზე ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა