logo
ENG


გაბუნია: მომდევნო კვირიდან ფაიზერის იმდენი დოზა გვექნება, აღარ იქნება მსგავსი [აჟიოტაჟი]
  • 6498ნახვები
გუშინ დიდი ნერვიულობა იყო ამ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინ დაიწყო მოწოდება რეალურად ფაიზერის მილიონზე მეტი დოზის, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მოკლე ხანში, გუშინ ეს იყო პირველი მოწოდება და გუშინ დაიწყო რეგისტრაცია.
 
ეს არ ნიშნავს, რომ გუშინ რეგისტრაცია დასრულდა და მეტს ვეღარ დავრეგისტრირდებით. ეს არის პირველი, საწყისი ეტაპი და გაგრძელდება ეს ამბავი ძალიან სწრაფი ტემპით, ანუ მომდევნო კვირიდან მე ვფიქრობ, ჩვენ გვექნება იმდენი დოზა უკვე ქვეყანაში, რომ აღარ იქნება მსგავსი [აჟიოტაჟი].

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმედზე. საქართველოში ფაიზერის 28 000 დოზა ჩამოვიდა, რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყო, თუმცა პორტალი გაითიშა. მოქალაქეები ჯავშნის გაკეთებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, შეფერხების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ბოდიში მოიხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა