logo
ENG


ცერცვაძე პორტალზე: საქართველო არაა ამერიკა, რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს
  • 1737ნახვები

საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც აქვს ნასა-ს ან პენტაგონს. საქართველოს ჰქონდა ის რესურსი, რომელიც მოსალოდნელ დატვირთვებს გაუძლებდა, მაგრამ იყო 500 000 მცდელობა...რა თქმა უნდა, ამისი პრევენცია მაქსიმალურად უნდა იყოს და ყველაფერს აკეთებს სამინისტრო და აიტი სამსახურები, რომ მომავალში ეს ნაკლებად მოხდეს, მაგრამ მთლიანად დაზღვეული ამისგან ვერ იქნებით. მარტო საქართველოში არ არის ასე, ყველა ქვეყანა ჩივის ამაზე, მაგრამ ჩამოსული ფაიზერი იყო 14 000 ადამიანისთვის და ეს 14 000 სწრაფად დარეგისტრირდა, დანარჩენები ვერა

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის პორტალთან დაკავშირებულ შეფერხებაზე. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა