logo
ENG


ზურაბიშვილი: საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია, ამ საკითხზე არასდროს ვკამათობთ
  • 869ნახვები

ეს ფორმატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საერთო გზაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი საერთო ნაკისრი ვალდებულება. იმის მაგალითია და დასტური, რომ ევროპული წარსული და ევროპული მომავალი არის გარდაუვალი. პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად, არა მხოლოდ განვაახლეთ, არამედ ვაგრძელებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და უმაღლეს დონეზე ვატარებთ. პირველად ხდება 4 პრეზიდენტის მონაწილეობით ასეთი ღონისძიების ჩატარება და ეს არის ახალი დასაწყისი. ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი. უპირველესყოვლისა, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი, განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან და ფასეულობებისგან. ეს არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული. დამოუკიდებლობის დღიდან, ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. მიუხედავად გამოწევებისა და ოკუპაციისა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის უალტერნატივოა.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.



ასევე ნახეთ
close დახურვა