logo

ჯაფარიძე: დროშის დაზიანებისთვის ადამიანის დასჯა იდიოტობა და საშიშ გზაზე შედგომაა
  • 296ნახვები

დროშის ან ნებისმიერი სიმბოლოს, რისიც არ უნდა იყოს, დაზიანება/განადგურებისთვის ადამიანის დასჯა არის იდიოტობა + საშიშ გზაზე შედგომა. დასჯადი უნდა იყოს სხვისი საკუთრების დაზიანება/განადგურება, გინდა დროშა იყოს, გინდა კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგური.

წერს Facebook-ზე პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ის ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე შესაძლოა სანქციები დაწესდეს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა