logo
ENG


კობახიძე: ხელისუფლების ვალდებულებაა, ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან
  • 629ნახვები

რეალურად, ნებისმიერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მას ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკლესია არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ხელისუფლების არა თუ პრივილეგიაა, ვალდებულებაცაა, რომ ჰქონდეს მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან. წესით, ეს განცხადებაც ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ უნდა ტოვებდეს. ეს მარტივი რამაა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა