logo
ENG


გაბუნია: ერთ-ერთი პროგნოზით, უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ
  • 979ნახვები

ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზის შესაბამისად, ჩვენ უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ. არის სხვა პროგნოზი, რომელიც ჯერჯერობით პიკს არ ასახელებს და ამბობს, რომ შესაძლოა, იყოს უფრო მეტი ზრდა. ეს კვირა იქნება გარკვეულწილად კრიტიკული იმისთვის, რომ ჩვენ შევხედოთ, რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემიის გავრცელება. ეს პროგნოზები, ყველაფერი, შეფასებითია, ექსპერტის მოსაზრებაზე დამყარებული.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.  28 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 3141 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი.



ასევე ნახეთ
close დახურვა