logo
ENG


კობახიძე IRI-ზე: ვიცით დღევანდელი მდგომარეობა, პულსზე ხელი გვიჭირავს, თავდაჯერებულები ვართ
  • 814ნახვები

ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ხოლმე ასეთი კვლევები და ეს ხდება სპეკულაციების და ინსინუაციების საფუძველი. საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე. წინა შემთხვევაშიც ასე მოხდა, საპარლამენტო არჩევნების დროს, მანამდეც ასე ხდებოდა. ამასობაში, რეალურად ქართულმა ოცნებამ მოიგო 6 სხვადასხვა მსხვილი არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კვლევები სხვადასხვა ტიპის სპეკულაციების საგანი ხდებოდა. ამ შემთხვევაშიც, ძალიან კარგად ვიცით, რა არის დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენ გვაქვს ამაზე ინფორმაცია - პულსზე ხელი გვიჭირავს. აქედან გამომდინარე, აქაც ვართ თავდაჯერებულები.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. IRI-ს კვლევის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, მოსახლეობის 26% ხმას ქართული ოცნებას მისცემდა, 14% ენმ - ძალა ერთობაშია, 9% კი - გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის".



ასევე ნახეთ
close დახურვა