logo
ENG


კალაძე IRI-ზე: მე არავის ვეჯიბრები, ბედნიერი ვარ, რომ მაქვს თანადგომა და მხარდაჭერა
კახა კალაძე
03 აგვ, 2021 00:30
კალაძე IRI-ზე: მე არავის ვეჯიბრები, ბედნიერი ვარ, რომ მაქვს თანადგომა და მხარდაჭერა
  • 1196ნახვები

აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ მე არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობა ჩემ მიმართ და ამის თქმის უფლებას  მაძლევს ის ურთიერთობა, რომელიც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან. უამრავი შეხვედრა მქონდა ყველა რაიონში,  წლების განმავლობაში არ გამიწყვეტია  ეს კომუნიკაცია ადამიანებთან. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის მის მიმართ საზოგადოების განწყობა და არსებული დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი თანადგომა და მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული და კეთილგანწყობა, რაც მოდის მოსახლეობისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული,  გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებენ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. IRI-ს კვლევით, ყველაზე მოწონებადი ფიგურები ილია მეორე, (88%) კახა კალაძე (58 %) და გიორგი გახარია (56%) არიან.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა