logo
ENG


გამყრელიძე: წელს გარდაცვლილთა 99,7% იყო აუცრელი
  • 1293ნახვები

გაანალიზდა წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99,7%, სამწუხაროდ, აუცრელია. მეორეს მხრივ, ასევე, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი 0,3% არის ორჯერ აცრილებში და 0,9% - ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში, დაახლოებით, 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა 15-ჯერ უფრო იცავს. 1 000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება, დაიღუპოს 1. მაშინ, როცა 1 000 ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი, დაღუპვის ალბათობა არის 15.

 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა