logo
ENG


ზურაბიშვილი: ყველაფერს ვიღონებ, რომ ვერავინ დააყენოს საფრთხის ქვეშ სტრატეგიული ინტერესები
  • 1088ნახვები

მე ვდგევარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს. ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებლად და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, მეორეს არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ პირველივე დღიდან - საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური გაერთიანება და ევროპული მომავალი. 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა