logo
ENG


ღარიბაშვილი: ვაცნობიერებთ ყველაფერს, ხარვეზებს, შეცდომებსაც და მივდივართ წინ
  • 1103ნახვები

ჩვენ ვაცნობიერებთ ყველაფერს, ამ ხარვეზებს, ასე ვთქვათ, შეცდომებსაც და მივდივართ წინ და ვმართავთ ქვეყანას ისე, რომ ფეხზე დავაყენოთ ჩვენი საყვარელი სამშობლო. ასევე მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არის სწორედ გამონაკლისი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. ქართულმა ოცნებამ დაასრულა მრავალწლიანი ომებისა და შიდა არეულობის ეპოქა, ჩვენ დროს აღარ ყოფილა არც ომი, არც შიდა არეულობა არც დაპირისპირება, არც რაღაც ფართომასშტაბიანი კონფლიქტები. ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურება.

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ასპინძაში, ასპინძის მერობის კანდიდატის როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას. თუმცა, ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ხარვეზებსა და შეცდომებში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა