logo
ENG


მელია: 2 ოქტომბერს ამ სახელმწიფოს მინიმუმ 10-15 წლის ბედი უნდა გადაწყდეს
ნიკა მელია
20 სექ, 2021 18:41
მელია: 2 ოქტომბერს ამ სახელმწიფოს მინიმუმ 10-15 წლის ბედი უნდა გადაწყდეს
  • 1104ნახვები

ზუსტად ვიცი, რომ 2 ოქტომბერს ამ სახელმწიფოს მინიმუმ 10-15 წელიწადის ბედი უნდა გადაწყდეს. მე ვგრძნობ, რომ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ბევრ დედას, მამას, ბებუას და ბაბუას არ აინტერესებს ბევრი რამ, რაც აინტერესებდა გუშინ და გუშინწინ, მაგრამ იცის, რომ ეშინია საკუთარი შვილის ამ ქალაქში გაზრდის იმიტომ, რომ ეშინია პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების.

ეს არის ბრძოლა, სადაც ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, პატიოსანი, მორალით სავსე ადამიანები და მეორე მხარეს ამორალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც გამოიყენებენ ძალადობის ყველაზე ამორალურ სახეობას - შანტაჟს და დაშინებას. 

ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ზუსტად ვიცი, მთაწმინდის რაიონში, ვაკეში, საბურთალოზე, ვისაც არ ეზარება დადის იარაღით. ყველა დადის იარაღით ნახევარზე მეტი ან სუს-ის გადმობირებულია, ან მჭიდროდ დაკავშირებული. არ მინდა იმ ქვეყანაში და ქალაქში ვიცხოვრო, სადაც ჩემი 6 წლის ბავშვის უსაფრთხოების უნდა მეშინოდეს. 

2 ოქტომბერს ან ქართველი ამაყი ხალხი იმარჯვებს და ვწერთ ისტორიას, ან გომელაურები, კალაძეები, ღარიბაშვილები და კობახიძეები გვეტყვიან, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი. 

თქვა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ვაკეში საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატის, ბათუ ქუთელიას წარდგენისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა