logo
ENG


კალაძე მელიაზე: სულით კრიმინალია, სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით ის გარეთაა
კახა კალაძე
23 სექ, 2021 21:26
კალაძე მელიაზე: სულით კრიმინალია, სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით ის გარეთაა
  • 1102ნახვები

რამდენად არაადეკვატური უნდა იყო ადამიანი, რომ ქართული ოცნება დაადანაშაულო. ირაკლი კობახიძე, პარტიის თავმჯდომარე, გამოვიდა ოფისიდან, აკეთებდა განმარტებებს ჟურნალისტებთან და ამ დროს თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია, რომელიც ასეთ ქმედებებში ბევრჯერ არის შემჩნეული. ეს არის მათი ხელწერა. ის არის ჩვეულებრივი, სულით კრიმინალი და სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით ის დღეს გარეთ არის. 

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში. დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისის წინ ირაკლი კობახიძე და  ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა