logo
ENG


ხოშტარია: ახალგაზრდები უნდა გრძნობდნენ, რომ პოლიტიკას ქმნიან და აკეთებენ, ესაა დიდი ამოცანა
  • 535ნახვები

ახალგაზრდების 73% არის განწყობილი ცვლილებებისთვის. მათ არ მოსწონთ სტატუს-კვო. ეს იმხელა პოტენციალია ჩვენი ქვეყნის, რომ ახალგაზრდობას უნდა ცვლილება და იმხელა პასუხისმგებლობაა პოლიტიკოსებისთვის.. დღეს, ჩვენ პოლიტიკოსები მთლიანობაში ვერ ვაკმაყოფილებთ ჩვენი ახალგაზრდობის ინტერესებს. ბევრად უფრო უნდა ვპასუხობდეთ ჩვენ ამ ჯგუფების ინტერესებს. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ პოლიტიკა მათ მიღმა კი არ არის, პოლიტიკა მათი მომავალია და ორიენტირებულია იმაზე, რომ მათი ცხოვრება შეიცვალოს, ისინი გრძნობდნენ, რომ პოლიტიკას ქმნიან და აკეთებენ, ეს გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი ამოცანა და დღეს ახალგაზრდები, რომლებიც მივლენ არჩევნებზე და საკუთარ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ამით შეიქმნიან ხვალინდელ დღეს და შექმნიან დიდ წნეხს აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსზე, რომ უპასუხონ მათ გამოწვევებს. 

ადვილია პოპულისტური გამოთქმებით ატარო არჩევნები, დღეს არის ბევრად უფრო დიდი გამოწვევა. ახალგაზრდებს უნდათ არა ტყუილი და ყალბი, არამედ რეალური განცდა უკეთესი ქვეყნის და ეს არის ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა მოვეჭიდოთ.

თქვა დროას ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა