logo
ENG

სააკაშვილი ქუთაისლებს: გთხოვთ, იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის ბედი წყდება
  • 301ნახვები

ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო, იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი. ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი - შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა. გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოგზავნა, სადაც ქუთაისლებს მიმართავს. წერილს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა