logo
ENG

სააკაშვილი: არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას
  • 315ნახვები

ახლა, რაც მთავარია, 14-ში, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლის ინსტრუმენტი.

ვისურვებ, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებაში. 30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიური ბრძოლით და შეუპოვრობით.

წერს მორიგ წერილში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის პროტესტის ნიშნად მე-12 დღეა, შიმშილობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა