logo
ENG

ზარქუა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე: გამოხატავენ პროტესტს, გვაგინებენ და დაიშლებიან
  • 208ნახვები

შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, გაგვლანძღავენ და დაიშლებიან, ესეც მათი უფლებაა... მე რამე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით. აქცია ხვალ, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-13 დღეა შიმშილობს. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა