logo
ENG


ელისაშვილი: გუშინ მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი, რა ხდებოდა აქციაზე
  • 5062ნახვები

სიმართლე გითხრათ, დიდად თვალი არ მიდევნებია, გუშინ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული, მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა. ვიცი, ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, თანდათან მივეჩვიეთ იმას, რომ ათეულობით ათასი ადამიანი, თუ რამდენიც იყო, არ ვიცი, გამოდის მშვიდად, აფიქსირებს თავის პროტესტს და მშვიდადვე მიდის სახლში. ეს არის ძალიან კარგი. არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რაც იმ აქციაზე იყო. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. აქციაზე რატომ უნდა ვყოფილიყავი. ევროპარლამენტარმა კი არა, ვინც არ უნდა თქვას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამ აზრს არ ვიზიარებ. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია

პარტია მოქალაქეების ლიდერის შეფასებას 14 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით პირველი არხი ავრცელებს



ასევე ნახეთ
close დახურვა