logo
ENG


გიული ალასანია: ჩემი ინტერესია, შვილი გადარჩეს, მაგრამ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს
  • 838ნახვები

გუშინ მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა, ვითარება ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. არჩევნები ძაან აღელვებს და ძალიან იმედიანად ელოდება. ყველას მოვუწოდებ, რომ მივიდნენ და აირჩიონ ვინც უნდათ, მთავარია მონაწილეობა. მე მეორედ ვნახე და პირველთან შედარებით ცოტა უფრო პროგნოზების დასუსტებული მეჩვენა, სხვა მხრივ, ექიმებს უნდა მოვუსმინოთ, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. პროგნოზების გაკეთება ექიმებსაც უჭირთ, მაგრამ ყველა იმეორებს იმას, რომ ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს ცუდი რამ - გული გაჩერდეს. ისეთ რაღაცებს ასახელებენ, რომ მოსმენაც კი ძნელია ჩემთვის...

უკრაინის მოქალაქეა და [გადაცემას] რამდენად დათანხმდება, ამ თემას მე არ შევხებივარ, არ ვიცი, რა აზრის არის. ჩემი, როგორც ოჯახის წევრის ინტერესია, რომ ჩემი შვილი გადარჩეს და იყოს ჯანმრთელი, უვნებლად გამოვიდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.

განაცხადა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ტვ პირველის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა