logo
ENG


ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებაზე: აჩვენებს, რომ ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელია
გიგა ბოკერია
29 ოქტ, 2021 12:14
ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებაზე: აჩვენებს, რომ ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელია
  • 670ნახვები

ის, რაც დღეს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, არ არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის მომხრეებისთვის პრობლემა, არამედ მთელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ჭრილობა, პატიმრობა, ქვეყანას ძალიან დიდი ხანი წაყვება, არაფერს ვამბობ ჯანმრთელობის საფრთხეზე.  დამოკიდებულება, როდესაც პრემიერმინისტრი ასე საუბრობს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტზე, იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის და არა მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტიისთვის ან ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ ყველასთვის.

თვითმკვლელობის მცდელობა დასჯადი არ არის, ოღონდ ეს არაფერ შუაშია ამ განცხადებასთან. როდესაც ადამიანი პატიმრობაში გყავს და არ იღებ იმ ზომებს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის  აუცილებელია, რისკებს არ ითვალისწინებ და ასეთი დამოკიდებულება გაქვს, კიდევ ერთხელ აჩვენებ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ძალის დემონსტრირებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. ღარიბაშვილმა გუშინ თქვა, რომ "თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თავი მოიკლას" და ამაზე პასუხისმგებლები ისინი არ არიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა