logo
ENG


მელია: მირჩევნია, სააკაშვილთან საკანში ვიჯდე, არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო
ნიკა მელია
02 ნოე, 2021 18:34
მელია: მირჩევნია, სააკაშვილთან საკანში ვიჯდე, არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო
  • 1113ნახვები

მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, როდესაც სუსი, პროკურატურა, ძველი ბიჭი, კრიმინალი, ებრძვის ქართველ ხალხს. მერწმუნეთ ხალხო, ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხნით ჯდომა. ჩვენ, ჩვენს მეგობრებს იქიდან გავათავისუფლებთ, მაგრამ რევანშს არ მოვუწობთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა გვებრძვის. 

 

თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა