logo
ENG


მელია: თხელ ყინულზე ვიარეთ, ვიბრძოლებთ, სანამ სააკაშვილს არ ვიხსნით უკანონო პატიმრობიდან
ნიკა მელია
19 ნოე, 2021 22:18
მელია: თხელ ყინულზე ვიარეთ, ვიბრძოლებთ, სანამ სააკაშვილს არ ვიხსნით უკანონო პატიმრობიდან
  • 907ნახვები

ძალიან თხელ ყინულზე ვიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა. მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ. სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ბრძოლას არ შევაჩერებთ, სანამ ქართულ ოცნებას ექნება მიტაცებული სახელმწიფო, ბრძოლას არ შევაჩერებთ. ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არიან ჩვენს გვერდით.

თქვა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით. ნიკა მელიას თქმით, ენმ-ს მხარდამჭერები გორის ჰოსპიტალთან აქციებს არ გამართავენ, თუმცა რუსთაველის გამზირი ცარიელი არ იქნება.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა