logo
ENG

მოსამართლე კლანზე: რას აკეთებენ? რა მიზნები აქვს? ჩემს დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა
  • 160ნახვები

თუ ამბობს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ თუნდაც, პირობითად, სასამართლო სისტემაში არის კლანი, მაშინ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ეს გარემოება, რომელი კლანი, ვინ იგულისხმება ამ კლანში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით, რომ გახსნილია სასამართლო სისტემა.

მე ხომ ვარ კონკრეტულად ერთ-ერთი მოსამართლე. მე ჩემს საქმიანობაში არასდროს არანაირი ჩარევა არ მიგრძვნია. აქედან გამომდინარე, მე ვარ ყველაზე ობიექტური შემფასებელი. თუ ვინმე ცდილობს, სასამართლო მართოს... კლანი არის გარკვეული ზემოქმედების მოხდენა სასამართლო სისტემაზე, გარკვეულ მოსამართლეებზე. და რას აკეთებს ეს გავლენიანი ჯგუფი? რა მიზნები აქვს? როგორ შევაფასო რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი, როდესაც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ოქროპირიძეს იურიდიულ კომიტეტში უსმენენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა