logo
ENG

სააკაშვილი: ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა?
  • 2996ნახვები

პირველ რიგში, მინდა, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მინდა, დაგისვათ კითხვა - მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში და მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მე მინდა, გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ განვითარების ტემპი და დრაივი? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ.

მიმართა საზოგადოებას სასამართლო პროცესიდან მესამე პრეზიდენტმა მიხეილ საააკაშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა