logo
ENG

სააკაშვილი: ვიყავით მსოფლიოს 1-ლი ეკონომიკური რეფორმატორი, დღეს 1-ლი ვართ კოვიდით სიკვდილით
  • 956ნახვები

ეს ყველაფერი, ეს ტრაგედია, ვითარდება იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს, კარგად დიდი ხნის განმავლობაში, იყო მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი მსოფლიო ბანკის მონაცემებით. დღეს ჩვენ ვართ პირველი სიკვდილიანობით კოვიდით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი. ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკური განვითარებით ქვეყანა, რომელშიც 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ, დოლარების გამოხატულებაში ეკონომიკა გაიზარდა 0 პროცენტით. საქართველომ დაკარგა ბოლო ცხრა წელი, მთლიანად გადაყარა, იმიტომ, რომ 9 წელიწადში, ომის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ჩვენ გავიზარდეთ 4-ჯერ. ევროპული დოვლათი გაიზარდა 4-ჯერ, საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ, ხელფასები და პენსიები გაიზარდა 10-ჯერ. ხოლო შემდეგ 9 წელიწადში, ხელფასები პრაქტიკულად შემცირდა, იმიტომ, რომ ვალუტის კურსი დავარდა და ეკონომიკა არ გაზრდილა არცერთი პროცენტით. ეს არის ტრაგედია, ამას როგორ უნდა ვუყუროთ ყველამ წყნარად და მივიღოთ როგორც მოცემულობა. 

თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. დღეს სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს, მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო სხდომას პირველად ესწრება.



ასევე ნახეთ
close დახურვა