logo
ENG


ზარქუა: ევროპარლამენტარის მოწერა შეხვედრაზე სამი დღით ადრე, არის მიუღებელი, არაადეკვატური
  • 890ნახვები

ევროპარლამენტარები, ან შეცდომაში არიან შეყვანილი, ან რაღაცის დრამატიზირებას ახდენენ. ვისურვებდი რომ უფრო მეტად ჩაერთონ ამ პროცესში. არსებობს ჟან მონეს ფორმატი, რომელიც გულისხმობს ევროპარლამენტარების პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ურთიერთობას. [...] 

ევროპარლამენტარის მოწერა სამი დღით ადრე, რომ იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდა და აბა შეგვხვდით, ეს არის მიუღებელი, არაადეკვატური, პირდაპირ გეტყვით. მე ვისურვებდი, ქალბატონმა კრამონმა გაასაჯაროვოს ის მიმოწერა, რაც იყო.

მე მესმის, რომ საქართველო არის ულამაზესი, უძველესი ისტორიით, თავისი კულტურით და ტრადიციებით და თუ მათ ნახვა უნდათ, მობრძანდნენ, დავპატიჟებ პირადად, მაგრამ იქ სადაც არის ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ წესდებასა და პროცედურებს,  ჯერ პირველი პირები არ შეთანხმებულან ფორმატზე, რა როგორ და.. ევროპარლამენტარები რომ გამორბიან, დაკავდნენ რამე სხვა საქმით, თუ აქვთ. თუ ვინმემ ამოწურა იქ თავი, ვერ ხედავს თავს და თუ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია და ამისთვის ნუ გამოიყენებენ და ჩრდილს ნუ მიაყენებენ, როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს და ნურც ამ ინსტიტუციას. ამას ვურჩევდი.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად; 21–22 იანვარს ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის ვიზიტი გაუქმდა. მათი განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.



ასევე ნახეთ
close დახურვა