logo
ENG


ზურაბიშვილი: ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება დაავადებულია, მოვნახოთ გამოჯანმრთელების უნარი
  • 1398ნახვები

მტრის ხატი, მეც შემეხო, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ გეთანხმება რაღაცაზე, უცებ ხდება რუსეთის აგენტი. ეს გრძელდება ყველა პერიოდში, დღემდე, თუ არ ეთნახმები, ხარ უცებ მოღალატე, მტრის ხატი არის გამოყენებული. იმის მაგივრად, რომ ჩვენ შევეგუოთ იმას, რომ ეს არის განსხვავებული აზრი და თუ არაა ეს შესაძლებლობა, მაშინ რეალურად საზოგადოება, როგორც საზოგადოება არ არსებობს. ეს არის ის, რაზეც უნდა გაიხსნას დისკუსია და არა იმ წინაპირობით, რომ თუ ყველაფერზე არ შევთანხმდით, არაფერზე არ ვთნახმდებით. ეს არის მოლაპარაკებების პრინციპი და არა თავისუფალი საზოგადოებრივი საუბრის პრინციპი, რომელსაც აქვს თავისი გამოჯანმრთელების უნარი, თავისთავად. ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული და ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენში იმის უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ.

თქვა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე



ასევე ნახეთ
close დახურვა