logo
ENG


ფოტიგა უკრაინელებს: ჩვენთვის პატივია თქვენი თხოვნა, გახდეთ ევროკავშირის წევრი
ანა ფოტიგა
01 მარ, 2022 18:05
ფოტიგა უკრაინელებს: ჩვენთვის პატივია თქვენი თხოვნა, გახდეთ ევროკავშირის წევრი
  • 1055ნახვები

მე მივესალმები უკრაინელი ხალხის მდგრადობასა და გმირობას, რომლებიც პუტინის რუსეთის უპრეცედენტო აგრესიის წინაშე აღმოჩნდნენ. მე აღფრთოვანებული ვარ უკრაინის ლიდერშიპის გმირობით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე დაიკავა ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი. მე აღფრთოვანებული ვარ ჯარისკაცების, მეთაურებისა და უბრალოდ მოქალაქეების გმირობით. თქვენ უძლეველები ხართ. ეს ჩვენი ომიცაა. ჩვენთვის პატივია თქვენი თხოვნა, გახდეთ ევროკავშირის წევრი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კანდიდატის სტატუსი მოგანიჭოთ რაც შეიძლება მალე და დაუყოვნებლივ. ჩვენ თქვენ გვჭირდებით და რა თქმა უნდა, თქვენ ჩვენ გჭირდებით. ამას მე გეუბნებით სრულიად ECR-ის დელეგაციის სახელით, ყველა მათგანი სრულად უჭერს მხარს რეზოლუციას.

განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანა ფოტიგამ საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა