logo
ENG


ზელენსკი ორბანს: მიდით დუნაის სანაპიროსთან, ნახეთ ფეხსაცმელები - დღეს ამას რუსეთი აკეთებს
  • 1718ნახვები

უნგრეთი, მე მინდა აქ გავჩერდე და გულწრფელი ვიყო ერთხელ და სამუდამოდ. თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ. თქვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ.

მე ვიყავი ბუდაპეშტში, მე ძალიან მიყვარს თქვენი ქალაქი. მე იქ არაერთხელ ვყოფილვარ - ძალიან მშვენიერი, ძალიან სტუმართმოყვარე ქალაქი და მოსახლეობაც.

ცხოვრებაში ტრაგიკული მომენტები გქონდათ. მე ვეწვიე თქვენს სანაპირო ზოლს, ვნახე მემორიალი [მეორე მსოფლიო ომის დროს] მასობრივ მკვლელობებზე - "ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე". მე იქ ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი.

მისმინეთ, ვიქტორ, იცით რა ხდება მარიუპოლში? გთხოვთ, თუ შეგიძლიათ მიდით თქვენს სანაპიროსთან, შეხედეთ იმ ფეხსაცმელებს და დაინახავთ, რომ მასობრივი მკვლელობები შეიძლება დღევანდელ სამყაროშიც მოხდეს. და ესაა ის, რასაც რუსეთი დღეს აკეთებს.

იგივე ფეხსაცმელები. მარიუპოლში იგივე ხალხია, ზრდასრულები და ბავშვები, ბებიები და ბაბუები და იქ ათასობით მათგანია და ეს ათასობით ადამიანი დაღუპულია.

და თქვენ ყოყმანობთ დააწესოთ სანქციები თუ არა? და თქვენ ყოყმანობთ შემოუშვათ თუ არა იარაღი? და თქვენ ყოყმანობთ ივაჭროთ თუ არა რუსეთთან? არაა ყოყმანის დრო, გადაწყვეტილების მიღების დროა.

ჩვენ გვჯერა თქვენი. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ გვჯერა თქვენი ხალხის. ჩვენ გვჯერა ევროკავშირის და გვჯერა, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში გერმანიაც ჩვენს გვერდით იქნება.

მადლობა. დიდება უკრაინას!

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ევროპული საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერმინისტრს ვიქტორ ორბანს მიმართა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა