logo
ENG


ზელენსკი: II მსოფლიო ომიდან წლების შემდეგ ბოროტებამ უკრაინაში ნაციზმის რეკონსტრუქცია დაიწყო
  • 230ნახვები

მეორე მსოფლიო ომიდან ათწლეულების შემდეგ უკრაინაში სიბნელე დაბრუნდა. და ყველაფერი ისევ შავ-თეთრი გახდა. კვლავ! ბოროტება დაბრუნდა. კვლავ! სხვა უნიფორმით, სხვა სლოგანებით, მაგრამ იმავე მიზნით. უკრაინაში ნაციზმის სისხლიანი რეკონსტრუქცია მოეწყო. ამ რეჟიმის ფანატიკური გამეორება. მისი იდეები, ქმედებები, სიტყვები და სიმბოლოები. მისი სისასტიკეების და „ალიბის“ მანიაკურად დეტალური რეპროდუქცია, რამაც ბოროტებას, ვითომ, წმინდა მიზანი მისცა.

მისი დანაშაულების გამეორება და "მასწავლებლის" [ნაცისტების] დაჯაბნის მცდელობები და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტების პედესტალიდან მისი ჩამოგდების მცდელობა. მან [რუსეთმა] დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი ქსენოფობიაში, სიძულვილში, რასიზმსა და მსხვერპლთა რიცხვით, რაც მათ მოიტანეს.

აღარასდროს განმეორდება! ეს იყო ბრძენი ადამიანის ოდა! ცივილიზებული სამყაროს ჰიმნი! მაგრამ ვიღაცამ არასწორ ტონალობაში იმღერა. დამახინჯებული "აღარასდროს განმეორდება" ყოყმანის ნოტებით, მდუმარე, ის, ვინც ბოროტების საკუთარი არია დაიწყო. და ეს ყველა იმ ქვეყნისთვისაა ნათელი, რომელმაც ნაციზმის საშინელებები საკუთარი თვალით იხილა. და დღეს ჩვენ საშინელი დეჟა ვუს წინაშე ვართ. დაინახეთ კვლავ!

ყველა ქვეყანას, რომელიც "მესამე კლასადაა" მოაზრებული, ვინც მონაა საკუთარ სახელმწიფოზე უფლების ან არსებობის უფლების გარეშე, ესმის განცხადებები, რომლებიც განადიდებენ ერთ ერს და მეორეს უბრალოდ შლიან. ისინი ირწმუნებიან, რომ შენ სინამდვილეში არ არსებობ, შენ ხელოვნურად ხარ შექმნილი და შესაბამისად, არ გაქვს უფლებები. ყველას ესმის ბოროტის ენა. კვლავ!

ეს ყველა იმ ქვეყანასა და ერს ესმის, ვინც დღეს უკრაინას მხარს უჭერს. და მიუხედავად მონსტრის ახალი ნიღბისა, ისინი მას ცნობენ. რადგან, ზოგიერთისგან განსხვავებით, მათ ახსოვთ რისთვის და რის წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. მათ არ არევიათ პირველი მეორეში, არ გადაუნაცვლებიათ მათი ადგილები, არ დავიწყებიათ.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა