logo
ENG


ზელენსკი: ძალიან მალე უკრაინაში იქნება გამარჯვების 2 დღე, ვიღაცას კი არც ერთი არ დარჩება
  • 194ნახვები

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს. და არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის არც ერთ ნაწილს. ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებიც სხვა ერებთან ერთად ანტიჰიტლერულ კოალიციაში ნაციზმი დაამარცხეს. და ჩვენ არავის მივცემთ ამ გამარჯვების ანექსირების უფლებას, არ მივცემთ უფლებას მიისაკუთრონ...

არ არსებობს ოკუპანტი, რომელიც ჩვენ თავისუფალ მიწაზე შეძლებს არსებობს. არ არსებობს დამპყრობელი, რომელიც შეძლებს იბატონოს და მართოს ჩვენი თავისუფალი ხალხი. ადრე თუ გვიან ჩვენ ვიმარჯვებთ. გინდ ურდო, გინდ ნაციზმი, გინდ ორივეს ნაზავი, როგორიც არის ჩვენი ამჟამინდელი მტერი - ჩვენ ვიმარჯვებთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი მიწაა.

ეს არაა ომი ორი ჯარისა, ეს არის ომი ორი მსოფლმხედველობისა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, ესე იგი ჩვენ გავიმარჯვებთ. არასდროს დავივიწყებთ, რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელშიც 8 მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. და ძალიან მალე უკრაინაში იქნება გამარჯვების ორი დღე, ვიღაცას კი არც ერთი არ დარჩება. გავიმარჯვეთ მაშინ, გავიმარჯვებთ ახლაც. ხრეშატნიკი ნახავს გამარჯვების აღლუმს - უკრაინის გამარჯვების

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ოსახლეობას ნაციზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა