logo
ENG


ალასანია სააკაშვილზე: გუშინ 3-ჯერ დავეციო, დღეს რაც ვნახე, უბრალოდ შემეშინდა, თეთრი იყო
  • 487ნახვები

რაც დავინახე, 2 დღის წინ მყავდა ნანახი ციხეში, იმასთან შედარებით ბევრად უარესად არის. ფერიც საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა რომ შევხედე, თეთრი იყო. სიარული ძალიან უჭირს. გუშინ სამჯერ დავეციო მითხრა. საშინელი სისუსტე აქვს. ანალიზები ჩაუტარდა და უნდა დავაკვირდეთო. არ ვიცი რამდენ ხანს დატოვებენ, მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, რომ გადარჩეს, ამაზეა საუბარი. აქ მისი რეაბილიტაცია ვერ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ძალიან მომეწონა...

დღეს რაც ვნახე, უბრალოდ შემეშინდა. ექიმებს არ ჰქონიათ შემთხვევა, რომ ასეთი პაციენტი ჰყოლოდათ. გამოცდილება არ აქვთ. 9 დიაგნოზი აქვს. დაკვირვება კი არ უნდა, უნდა ვუმკურნალოთ. ადამიანს არ აქვს ფერი, არ აქვს ენერგია, მე რომ მკითხოთ, დღესვე გადავიყვანდი - გადარჩენის პროცესი უნდა დაიწყოს. მედიკოსები თვითონ ამბობენ, რომ ასეთი პაციენტი არ ჰყოლიათ და ასეთი გამოცდილება არ ჰქონიათ.

 

განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა ვივამედში მონახულების შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა