logo
ENG

ღარიბაშვილი: თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე
  • 225ნახვები

ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და იძულებული, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ეს მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე.  

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა