logo
ENG


ავაკოვი აზოვის ბატალიონის მეთაურს: შენ და შენმა ვაჟკაცმა ძმებმა გაიმარჯვეთ
  • 1029ნახვები

დინის. ვერ მოვითმინე..რთული დღეებია...ვწერ დენის პროკოპენკო, მეთაური და უკრაინის გმირი, რომელსაც ახლა მთელი ქვეყანა იცნობს. დამსახურებულად. ფოლადი და მამაცი მეომარი... მაგრამ ის ადამიანიც არის - ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც სულ რაღაც 30 წლისაა მისთვის და ქვეყნისთვის ურთულესი განსაცდელების დროს. დღეს მინდა დავწერო ეს მოკლე პოსტი - დენისისთვის ყველაზე რთულ დღეებში. დღეებში, როდესაც მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უზარმაზარია. როდესაც პასუხისმგებლობა, იმაზე მაღალია, ვიდრე ცამდე აყვანილი სიმამაცე. როცა გადაწყვეტილებები სხვების ნაცვლად უნდა მიიღო, შენი ძმების ნაცვლად...მეომარო, გმირო მეთაურო, მინდა ზუსტად ახლა გითხრა...როცა განსაცდელის თასი ჯერ არ დაგილევია, და შესაძლოა ყველაზე რთული ჯერ კიდევ წინ არის...შენ და შენმა ვაჟკაცმა ძმებმა გაიმარჯვეთ. შენ მართალი ხარ. აზოვმა შეასრულა დავალება.. არა - თქვენ შეასრულეთ დავალებაზე მეტიც. და შენ, მეთაურო - გააკეთე ყველაფერი, რაც უნდა გაგეკეთებინა. და გააკეთებ მომავალშიც! დარწმუნებული ვარ - როგორც არ უნდა განვითარდეს. დრო და ბედისწერა ხანდახან ყველაზე ძლიერებს რთულ განსაცდელებს უწყობენ, შენც მოგიწყეს. მილიონობით ადამიანი ამაყობს თქვენი და შენი გმირობით... უკრაინა იბრძოლებს თქვენთვის. უკრაინა არ დატოვებს თავის სამხედროებს. იცოდე ეს და იმედი გქონდეს ჩვენი, ამ ურთულეს გამოწვევაში...დიდება უკრაინას

წერს უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და აზოვის ბატალიონის მეთაურ, დენის პროკოპენკოს მიმართავს.



ასევე ნახეთ
close დახურვა