logo
ENG


ზარქუა პოდოლიაკზე: ჭე კლასის მრჩევლები არაა საინტერესო, რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში
  • 677ნახვები

პოდოლიაკი და კიდევ მისი ძმანი მისნი, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის "ჭე" კლასის, თუ არ ვცდები ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ და რამდენადაც გავიგე, თურმე უკრაინის ის მაგარი ბიჭები, მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც მათი არასწორი განცხადების და პოლიტიკის გამო და ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ახლა შენ ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო გაჭირდება. ეს არის ფასიანი ლობისტი სავარაუდოდ სააკაშვილის, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული, უამრავი ჰყავს მათ შორის მთავრობაში, მათ შორის და ამიტომ ამაზე დროს ნუ დამაკარგვინებთ. ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში

ასე გამოეხმაურა "ოცნების" ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პრორუსი ოლიგარქები, მათ შორის ივანიშვილი, სანქცირებულთა სიაში უნდა იყვნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა